ეზუგბაია: 158 დადასტურებული შემთხვევიდან 87 აჭარაში გამოვლინდა, 18 – თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, დღეს დადასტურებული 158 შემთხვევიდან 87 აჭარიდანაა, 28 სამეგრელოდან, 19 იმერეთიდან, 6 გურიიდან, 18 თბილისიდან. 

"დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა არის ბათუმიდან და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ. ცაგერიც თითქმის ლოკალიზებულია". – ამბობს ეზუგბაია.

12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 075 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 363 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები