ჩოგბურთი

ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახდა [Video]

0 კომენტარი
დომინიკ ტიმი

ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული ავსტრიელი ჩოგბურთელი, 27 წლის დომინიკ ტიმი გახდა. ეს ტიმისთვის დიდ სლემის პირველი მოგებული ტურნირია. გამარჯვების შემდეგ მან რეიტინგში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ფინალში ტიმის მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იყო. ტიმმა ზვერევი 5 სეტში, ანგარიშით 2:6, 4:6, 6:4, 6:3, 7:6(8:6) დაამარცხა და ამერიკის ღია პირველობის ისტორიაში პირველი გახდა, ვინც ფინალში გამარჯვება პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ შეძლო.

"ეს ასე უნდა ყოფილიყო - ჩემი კარიერა ყოველთვის დღევანდელი მატჩივით იყო - ბევრი წარმატება და წარუმატებლობა. მომწონს, როგორც გამოვიდა". – დაწერა ავსტრიელმა საკუთარ Twitter-ზე.

მიმდინარე წელს ტიმი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშიც გავიდა, თუმცა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. 2018 და 2019 წლებში კი ავსტრიელი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალმა დაამარცხა.

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი ამერიკის ღია პირველობაზე მიმდინარე წელს არ ასპარეზობდა, თუმცა როლან გაროსის ტურნირში მონაწილეობას მიიღებს. რაც შეეხება მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ის ტურნირიდან მსაჯისათვის ბურთის მორტყმის გამო მოხსნეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები