თურქეთში, სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს – ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, თურქეთში საქართველოს გენერალურ საკონსულოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს გარდაცვლილის ოჯახთან და დაწყებულია გადმოსვენების პროცედურა.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.