ახალი კორონავირუსი საქართველოში

გუშინ და დღეს ბათუმის სამშობიარო სახლმა კორონავირუსით ინფიცრებული 7 ორსული მიიღო

adjara.gov.ge

გუშინ, 13 სექტემბერს და დღეს ბათუმის სამშობიარო სახლმა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული მიიღო. როგორც ტაბულას ბათუმის სამშობიარო სახლში განუმარტეს, პაციენტები იზოლირებულები არიან და თავს კარგად გრძნობენ.

"პაციენტებს აღენიშნებოდათ ტემპერატურა 37/37.5, ამ წუთებისთვის პაციენტებს სიცხე აღარ აქვთ, თავს კარგად გრძნობენ, არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ". – უთხრეს ტაბულას ბათუმის სამშობიარო სახლში.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, აქედან 108 აჭარაში დადასტურდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 392 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები