გილერმო დელ ტორო

გილერმო დელ ტოროს პინოქიოს მოქმედება მუსოლინის ეპოქაში იქნება გადატანილი

0 კომენტარი
ფოტო: The Guardian

ოსკაროსანმა რეჟისორმა, გილერმო დელ ტორომ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში პინოქიოს ეკრანიზაციაზე ისაუბრა.

რეჟისორის თქმით, კარლო კოლოდის ცნობილი ზღაპრის მისეული ადაპტაცია განსხვავებული იქნება. ხის ბიჭუნას თავგადასავლები ბენიტო მუსოლინის მმართველობის ფონზე განვითარდება. 

"პინოქიო რაღაცით ფრანკენშტეინის ურჩხულს ჰგავს, მაგრამ მთლიანობაში განსხვავება მაინც დიდია. ორივე ადამიანის მიერ შექმნილი, რთულ სამყაროში მიტოვებული არსებაა. ორივე გადის სულიერ და მორალურ გზას. პინოქიო დაუმორჩილებელია, არავის უსმენს, საინტერესოა მსგავსი პერსონაჟის ხილვა იმ ეპოქაში როდესაც დაუმორჩილებლობა სიკვდილით ისჯებოდა". – ამბობს რეჟისორი.

დელ ტოროს პინოქიო თოჯინებით გაკეთებული ანიმაცია იქნება. ახალი ფილმი 2021 წელს გამოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები