არჩევნები 2020

"ალეკო გისმენთ!" - ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა

facebook/ალექსანდრე ელისაშვილი

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა. როგორც პარტია მოქალაქეების ლიდერი განმარტავს, ცენტრალური საარჩევნო კომისია "ფეხს ითრევს და საარჩევნო ნომერს არ აძლევს". ამის შესახებ ელისაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, Live ჩართვაში ისაუბრა. 

"ველოდეთ, ველოდეთ და ავდექი და ბანერზე დავწერე ჩემი ნომერი. გამოკრული არ გვქონდა ეს ბანერი, რომ რამდენიმე ზარი შემოვიდა. ერთს ვუპასუხე, დანარჩენებს გადავურეკავ". – ამბობს ელისაშვილი. 

ელისაშვილი მოუწოდებს ხალხს, დაურეკონ მითითებულ ნომერზე და საბურთალოს პრობლემებზე ესაუბრონ.  

"ის გვინდა ამ ბანერით ვთქვათ, რომ გვინდა ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე საუბრისთვის და არა რაღაც ყალბი, დაყენებული სახეებით სტუდიებში რომ გადაიღებენ და იღიმიან. არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ, თავს არ დავზოგავ". – ამბობს ელისაშვილი. 

კომენტარები