სროლა რუსთავში

რუსთავში 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს დაუპირისპირდა

რუსთავში 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს დაუპირისპირდა, იყო გასროლის ხმა. ინფორმაციას სააგენტო Info Rustavi ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მათი ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის გამხდარა.

ტაბულა დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

კომენტარები