IRI-ის კვლევა

IRI: გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

benjielayug.com

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 35%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 12%-მა კი არ იცის, ან არ აქვს კითხვაზე პასუხი.

გამოკითხვა 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში, რესპონდენტების სახლში, პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა.
 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოქალაქე 1 500-მა სრულწლოვანმა, ხმის მიცემის უფლების მქონე პირმა. კვლევის შედეგების ცდომილება 2.5% არის. 

პროცენტების ჯამი, შესაძლოა, 100 არ იყოს, რადგან რიცხვები დამრგვალებულია.

კომენტარები