ეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით, ხოლო ევროსთან 1.6 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ახალი კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 3.1886 ლარი შეადგინა და, შესაბამისად, ლარმა დაახლოებით 3 თეთრი დაკარგა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც, სხვაობამ წინა დღის კურსთან 1,6 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ღირებულება 3.7603 ლარს გაუტოლდა.

ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კონტექსტში, რომ გუშინ, 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ეს მიმდინარე კვირაში უკვე მეორე ინტერვენცია იყო. 

ბოლო კვირაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით. დაახლოებით 2-2%-ით გაუფასურდა.

ჯამურად მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 13 ინტერვენცია განახორციელა, რომელთა მეშვეობითაც რეზერვებიდან 420 მილიონი დოლარი გაიყიდა.

კომენტარები