არჩევნები 2020

სამგორში ენმ-ის საარჩევნო შტაბის ოფისის მინები ჩალეწეს და ბანერები დააზიანეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამგორის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, გვიან ღამით პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს. მისი თქმით, ჩალეწეს მინები და დააზიანეს ბანერები.

"თვითმხილველები ამბობენ, რომ ორი მამაკაცი იყო. მათ აგურები დაუშინეს ოფისს და გაიქცნენ" - ამბობს ხაბეიშვილი და ამატებს - "ამ ვიტრინებივით "დაიმსხვრევა" ქართული ოცნება 31 ოქტომბერს".

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები