კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 119 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 435 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები