ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა

partner.sciencenorway.no

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის 16 სექტემბერს გამოვლენილი რეკორდული მაჩვენებლის გამეორებაა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 502 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები