IPSOS-ის კვლევა

Ipsos: ხელისუფლების მუშაობით გამოკითხულთა 35% უკმაყოფილოა, 34% - მეტნაკლებად კმაყოფილი

ქართული ოცნება

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.  

კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა დღევანდელი ხელისუფლების მუშაობით, გამოკითხულთა 35% პასუხობს, რომ უკმაყოფილოა. მთავრობის საქმიანობით მეტნაკლებად კმაყოფილია 34%, მეტნაკლებად უკმაყოფილოა 23%, კმაყოფილი კი გამოკითხულთა 8%-ია.

კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ქართულ ოცნებას ასახელებს, 15.5% ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს კი 5%. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია.

კომენტარები