კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით მეოცე პაციენტი გარდაიცვალა

CNN

საქართველოში კორონავირუსით მეოცე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19 კიდევ 193 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 695 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 534 პაციენტი და გარდაიცვალა – 20.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები