კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 53 იმერეთში, 31 - თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 53 იმერეთში, ხოლო 31 - თბილისში.

"8 გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4 გურიაში, 1 რაჭა ლეჩხუმსა და 1 - მცხეთა მთიანეთში" - ამბობს ეზუგბაია.

რაც შეეხება მეოცე გარდაცვლილ პაციენტს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც თავიდანვე კრიტიკული იყო.

ჯამში, კოვიცდენტრებსა და სასტუმროებში 2133 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. აქედან 50%-ზე მეტს სასტუმრო-ჰოსპიტლებში მეთვალყურეობენ და მათი მდგომარეობა მსუბუქია. კოვიდცენტრებში მყოფი პაციენტებიდან 16 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 80-ზე მეტის - მძიმე.

კომენტარები