ქართული კინო

დეა კულუმბეგაშვილმა ტორონტოს კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ღონისძიების ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი გახდა.

კულუმბეგაშვილს სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის დასაწყისი კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდო(FIPRESCI) გადაეცა.

ახალი ფილმის სიუჟეტის ცენტრში იეჰოვას მოწმეთა თემია, რომელსაც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტების დაჯგუფება თავს დაესხმება. სურათში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და რატი ონელი ასრულებენ. 

ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. წლევანდელი კანის ფესტივალი ახალი კორონავირუსის გამო განსხვავებულ ფორმატში გაიმართა, წარდგენილი ფილმები სხვადასხვა კინოფესტივალებზე აჩვენეს. 

კულუმბეგაშვილის ნამუშევარი კანის კინოფესტივალზე მესამედ ხვდება. 2014 წელს მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - უხილავი სივრცეები ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. 2016 წელს კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი სურათი - ლეთა რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში აჩვენეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები