კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 69 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები