არჩევნები 2020

კაპანაძე, ჩხეიძე, ოქრიაშვილი, ჩოჩელი, ჟორჟოლიანი - ვინ არიან ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატები

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებამ ძალა ერთობაშია მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

  • ქუთაისი - გრიგოლ ვაშაძე, პარტიის თავმჯდომარე;
  • გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლიწყარო და საგარეჯო - ლევან ბეჟაშვილი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე.
  • თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - გიორგი ბოტკოველი;
  • რუსთავის და გარდაბნის სოფლები - დავით კირკიტაძე;
  • მარნეული და გარდაბანი - აზერ სულეიმანოვი, მოქმედი დეპუტატი;
  • გორი და კასპი - ბადრი ბასიშვილი;
  • ხაშური, ქარელი, გორის სოფლები - ნატო ჩხეიძე (პატრიოტთა ალიანსის ყოფილი დეპუტატი);
  • ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი - ვაჟა ჩიტაშვილი;
  • ახალქალაქი და ნინოწმინდა - მელიქ რაისიანი; ყოფილი დეპუტატი.
  • საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - გიორგი კაპანაძე, ჟურნალისტი.
  • ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული - კახა გეწაძე, ყოფილი დეპუტატი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი;
  • წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქი - ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი;
  • მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ - როლანდ ფიფია;
  • ფოთი, სენაკი, ხობი - მურთაზ ზოდელავა;
  • ზუგდიდი - მალხაზ ჯალაღონია; ექიმი.
  • ბათუმი - ლევან ვარშალომიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე.
  • ქობულეთი - ბონდო თევდორაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი;
  • ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - მიშა ბოლქვაძე;
  • დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყარო - კახა ოქრიაშვილი
  • თიანეთი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი - ცეზარ ჩოჩელი
  • ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი - დილარ ხაბულიანი
  • გურია - მანუჩარ კვირკველია;

აჭარის უმაღლესი საბჭო

  • ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - გია აბულაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი;
  • ქობულეთი - ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, მოქმედი დეპუტატი;
  • ბათუმი - გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე;

კომენტარები