კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა, თბილისში - 34

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავდამყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა.

მისივე თქმით, 34 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, რუსთავში 4, იმერეთში 22 შემთხვევაა - აქედან 15 არის ქუთაისი, 3 წყალტუბო, 1 თერჯოლაში და ერთიც საჩხერეში. ბაღდათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

"სამეგრელო- ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა. გორში არის ერთი, მარნეულში ერთი, მცხეთა ერთი და საზღვარგარეთიდან შემოტანილია ხუთი ".- ამბობს ენდელაძე. 

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები