სელენა გომესი

სელენა გომესმა პირველად გამოაჩინა თირკმლის გადანერგვისგან დარჩენილი ნაიარევი

INSTAGRAM/Selena Gomez

სელენა გომესმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თირკმლის გადანერგვის შედეგად დარჩენილი ნაიარევი ჩანს და ამის შესახებ პოსტი დაწერა.

მომღერალმა პირველად გამოაჩინა ნაიარევი ფოტოში.

"თირკმლის გადანერგვის შემდეგ, თავდაპირველად, ძალიან მიჭირდა ნაიარევის გამოჩენა. არ მინდოდა, ფოტოებში გამოჩენილიყო, ამიტომ ისეთ ტანსაცმელს ვიცვამდი, რაც მას დაფარავდა. ახლა, ისე როგორც არასდროს, თავდაჯერებულო ვარ იმაში, ვინც ვარ და რა გზაც გავიარე. ამით ამაყი ვარ. ყველა სხეული მშვენიერია". - წერს გომესი.

2017 წლის სექტემბერში, სელენა გომესს თავისმა მეგობარმა, ფრანჩია რაისმა, თირკმელი გადაუნერგა. ეს საჭირო გახდა მომღერლის ქრონიკული დაავადების - მჭამელას გამო.

ოპერაციისას ქირურგებს ბარძაყის წინა ვენის ამოჭრა დასჭირდათ, რამაც სელენა გომესს  ნაიარევი დაუტოვა.

კომენტარები