გირჩი

ჯაფარიძე სამადაშვილს: არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, იმიტომ, რომ არაფერზე მაქვს მოსახდელი

0 კომენტარი
ფოტო: გირჩი

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სალომე სამადაშვილმა გადაცემაში საკითხი ისე დააყენა, რომ, თუკი გირჩს ენმ-ს მხარდამჭერთა ხმები უნდოდა, სიმართლის თქმისთვის თავი უნდა დაენებებინა. 

"ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები.ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, იმიტომ, რომ ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი.

ეს თავდასხმები რას ნიშნავს, საერთოდ არ მესმის. თუ რაიმე შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა, ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ტონია, სადაც ის ჩვენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოიხსენიებს, როგორც "პარტიუკებს" და "პოლიტიკანებს". მე მსგავსი შეურაცხმყოფელი ტერმინი არ გამომიყენებია". – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ფორმულასთვის მიცემულ კომენტარში. 

სალომე სამადაშვილმა 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გირჩის ლიდერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა  განცხადებისთვის – "ჩემთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები