ბელარუსი

ბელარუსი დასავლეთს ქვეყანაში ქაოსისა და ანარქიის წახალისებაში ადანაშაულებს

0 კომენტარი
ვლადიმირ მაკეი ფოტო: Reuters

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთის ქვეყნები ბელარუსში "ქაოსისა და ანარქიის" წახალისებაში დაადანაშაულა. ვლადიმირ მაკეიმ განცხადება გაეროს 75-ე ასამბლეაზე ვიდეო მიმართვაში გააკეთა.

"ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებს. ჩვენ საშინაო საქმეში ჩარევას, სანქციებსა და სხვა შეზღუდვებს ბელარუსისთვის ექნება საპირისპირო შედეგი და იქნება ყველასთვის საზიანო". – თქვა მაკეიმ.

"ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა გააკეთეს ცინიკური განცხადებები, თითქოს აწუხებთ ბელარუსის სუვერენიტეტი და კეთილდღეობა. სინამდვილეში ეს არაფერია, თუ არა მცდელობა ჩვენ ქვეყანაში შემოიტანონ ქაოსი და ანარქია". – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ გაეროს 75-ე ასამბლეაზე ვიდეო მიმართვაში.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ევროკავშირი, კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ევროკავშირი განიხილავენ არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ. სანქციები ბელარუსის მაღალჩინოსნებს უკვე დაუწესეს ბალტიის ქვეყნებმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები