კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა

armradio.am

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. დღეს, 30 სექტემბერს, COVID-19-ით მე-2 ადამიანი გარდაიცვალა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 სექტემბერს ღამით შეიყვანეს. მათივე ცნობით, პაციენტს ჰქონდა ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა. 

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა." - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 796 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 120 გამოჯანმრთელდა, 38 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები