ბორატი 2

ახალი ბორატის ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგსერვისმა Amazon-მა კომედიია ბორატი 2-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალი ფილმის სრული სახელია Borat: Gift of Pornographic Monkey to Vice Premiere Mikhael Pence to Make Benefit Recently Diminished Nation of Kazakhstan. ამერიკაში ჩასული ყაზახი ჟურნალისტის როლს კვლავ საშა ბარონ კოენი ასრულებს.

ახალი ნაწილი კორონავირუსის პანდემიის დროს არის გადაღებული. შემქმნელების თქმით, ზოგიერთ სცენაზე მუშაობისას კოენს ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ჩაცმა მოუხდა.

ბორატის პირველი ნაწილი 2006 წელს გამოვიდა და მალევე საკულტო კომედიის სტატუსი მიენიჭა. მთავარი გმირი, ბორატ საგდიევი ყაზახი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკაში ჩადის. გადაღებული კადრების დიდი ნაწილი დოკუმენტურია. 

ბორატი 2 Amazon Prime-ზე 23 ოქტომბერს გამოვა.

კომენტარები