ავტოავარია თბილისში

ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი მოტოციკლეტს დაეჯახა

flickr

ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი მოტოციკლეტს დაეჯახა, დაშავდა ერთი პირი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

​როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები