კრიმინალი

შსს: დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მოკვლა მისმა მეზობელმა სცადა

shutterstock

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დედოფლისწყაროში 1 პირი - 1987 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. მას ბრალად მეზობლის დაჭრა ედება. შსს-ს ცნობით, მ.მ-მ "ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თავის მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს". 

დაჭრილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტია. უწყების ცნობით, ის შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები