კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 58

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. სულ COVID-19-ით 58 პაციენტი დაიღუპა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები