ყირგიზეთი

ყირგიზეთში აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ყირგიზეთში 4 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო.დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. წინასწარი შედეგებით პარლამენტში მანდატების უმეტესობა პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა.

6 ოქტომბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა ბიშკეკში დაიკავეს "თეთრი სახლი" რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული. შენობაში გაჩნდა ხანძარი. მედიის ინფორმაციით მომიტინგეება შემატვრიეს დეპუტატების კაბინეტების კარები, დააზიანეს ტექნიკა და შენობიდან გაიტანეს წიგნები, სუვენირები და ძვირფასი ნივთები.

დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ ეროვნული უსაფრთხოების ნაციონალური კომიტეტის წინ და მოლაპარაკებების შემდეგ მოახერხეს საგამოძიებო იზოლატორიდან ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის გათავისუფლება, რომელსაც კორუფციისთვის 11 წელით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ასევე გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი საპარ ისაკოვი, რომელსაც კორუფციისთვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი.

დილისთვის ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებმა ასევე აიღეს ბიშკეკის მერიის და ყურგიზეთის მთავრობის შენობა.

უკანასკნელი მონაცემებით დემონსტრაციების დროს დაშავდა 590 ადამიანი, მათგან 150 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაიღუპა ერთი ადამიანი.

პროტესტის ღამის შემდეგ პარტია "არა მეკენის" (სამშობლო) ლიდერმა ჟანარ აკაევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ამჟამინდელი მთავრობის ნაცვლად დაინიშნებოდა ეროვნული მთავრობა და ახალი პრემიერ მინისტრი. პარალელურად ყირგიზეთის სამ ოლქში მთავრობის წარმომადგენლები გადადგნენ.

ოპოზიციონერებმა ასევე დანიშნეს ბიშკეკის ახალი კომენდანტი და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი. ყოფილმა დეპუტატმა ალმამბეტ შიკმამატოვმა განაცხადა, რომ ის ახალი გენერალური პროკურორია, გააუქმა არჩევნების შედეგები და დადო პირობა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციაში პასუხისმგებლებს დაპაპატიმრებდა.

ოპოზიცია გეგმავს, რომ თანამდებობიდან გადააყენოს ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი. ოპოზიციას ასევე ახალი კონსტიტუციის მიღება სურს. 

ყირგიზეთის მოქმედმა პრეზიდენტმა სოორნობაი ჟეენბეკოვმა, განაცხადა რომ ღამით ქვეყანაში მოხდა ძალაუფლების მიტაცების მცდელობა. მან ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა თავიანთი მხარდამჭერები ქუჩებიდან მოეშორებინა.

"მოვუწოდებ ყველა ჩემს მხარდამჭერს შეინარჩუნოს მშვიდობა და არ წამოეგოს პროვოკაციული ძალების მოწოდებებზე. მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ასევე ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე მოვუწოდებ ყველა ძალას ჩვენი ქვეყნის ბედი პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა დააყენოს და და დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში" - განაცხადა პრეზიდენტმა.

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 4 პარტია. ხმების უმრავლესობა მიიღო ჟეენბეკოვის ერთობის პარტიამ და პარტიამ ჩემი სამშობლო ყირგიზეთი. ორივე პარტიამ ერთად პარლამენტში მანდატების თითქმის ნახევარი მოიპოვა. პარლამენტში ასევე შევიდნენ პარტიები ყირგიზეთი და ერთიანი ყირგიზეთი. დარჩენილმა 12-მა პარტიამ არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. პარტია ერთობის განცხადებით ის მზადაა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები