კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტებიდან 58-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

CNN

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის აქტიური, 4 518 შემთხვევიდან, 58 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ენდელაძის ინფორმაციით, კრიტიკული პაციენტებიდან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარაში გამოვლინდა, 111 კი თბილისში, იმერეთში - 91, სამეგრელო ზემო სვანეთში - 25, გურიაში - 8, ქვემო ქართლში - 5, მცხეთაში - 5, შიდა ქართლში - 2 და კახეთშიც - 2. 

დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები