კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 318 ადამიანი

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 318 ადამიანი და გარდაიცვალა - 3. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5553 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები