კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 313 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 313 ადამიანი და გარდაიცვალა - 6. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები