კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: გამოვლინდა 222 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 ინფიცირებული

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში აღრიცხული ახალი კორონავირუსის 519 შემთხვევიდან 222 აჭარაში გამოვლინდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილი 6 ინფიცირებულიდან კი 4 პაციენტი ბათუმში მკურნალობდა. 

ოთხივე გარდაცვლილი ქალია და ყველა მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით:  

  1. "65 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 08:10:2020. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 09.10.2020.
  2. 76 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 27:09:2020. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის ათერესკლეროზული დაავადება, გულის და თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 09:10:2020.
  3. 80 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, აორტის სარქვლის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 09:10:2020.
  4. 90 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი, აორტის სარქველის სინდრომი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 09:10:2020".

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ამ დროის მონაცემებით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობას გადის 539 პაციენტი, მათგან 13 არასრულწლოვანი და 22 ორსული. ამას გარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 45 ინფიცირებული, Covid-სასტუმროებში – 895 (მათგან 93 არასრულწლოვანი), ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას კი 800-ზე მეტი ადამიანი აგრძელებს. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 074 შემთხვევაა აქტიური. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  

კომენტარები