არჩევნები 2020

გარდაბანში ევროპული საქართველოს წევრს თავს დაესხნენ

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯარალში ევროპული საქართველოს წევრ ოქტაი სკანდარავას თავს დაესხნენ.

როგორც ტაბულას ევროპულ საქართველოში უთხრეს, სკანდარავა ახლა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მისი თქმით, თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ.

რამდენიმე საათით ადრე თავს დაესხნენ ენმ-ის აქტივისტ ლაშა ქართველიშვილსაც. ქართველიშვილის თქმით, მას პარტიის მხარდამჭერი მაისურის გამო გაუსწორდნენ ფიზიკურად. ქართველიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ თავს 2 პირი დაესხა და ისინი მალევე მიიმალნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები