კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში, დღეს - 8

armenpress.am

საქართველოში კორონავირუსისგან დღეს, 12 ოქტომბერს მერვე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 93 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები