არჩევნები 2020

ქუთაისში ევროპული საქართველოს ოფისს აგურები დაუშინეს [video]

0 კომენტარი

ქუთაისში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ცნობით, გუშინ, 12 ოქტომბერს, პარტიის ოფისს აგურები დაუშინეს. ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი Facebook-ზე წერს და თავდასხმის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.

"დააზიანეს ბანერი, მინების ჩამსხვრევა ვერ შეძლეს, რადგან ბრონირებული იყო. იმედი მაქვს, პოლიცია დროულად დაადგენს თავდამსხმელის ვინაობას.

პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს იდეებით და პროგრამებით უნდა ეჯიბრებოდნენ და არა აგურებით, ქვებით და მუშტი-კრივით. ეს ძალადობრივი გარემო უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს". – წერს კახიძე.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები