კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა, 292 გამოჯანმრთელდა

ABC

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები