კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დადასტურდა, აჭარაში – 286

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან თბილისში 366 აღირიცხა, აჭარაში - 286, იმერეთში კი 104.

ენდელაძის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლში -44, შიდა ქართლში - 21, კახეთში - 13, გურიაში - 13, მცხეთა- მთიანეთში - 11 სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმში - 1.  

ექიმის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 62 პაციენტი მკურნალობს.  

"უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე, საშუალო. გვყავს მძიმე პაციენტები, ასევე, მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში. ამ ეტაპზე, მართვით სუნთქვაზე არ გვყავს პაციენტი." - ამბობს ის. 

ენდელაძის თქმით, საქართველოში, დაახლოებით, 70-მდე კრიტიკული პაციენტია.

ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები