ტურიზმი

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საზღვარზე PCR ტესტი ექნება, კარანტინში აღარ გადაიყვანენ

0 კომენტარი

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლისას ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტი ექნება, კარანტინში აღარ გადაიყვანენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეცვლილი წესები მალე, ახალი ფრენების დამატებისთანავე ამოქმედდება.

თუმცა, გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადასვლა მაინც მოუწევთ. ასევე, ყველა მოქალაქე, რომელიც PCR ტესტს არ წარადგენს საზღვარზე, საკარანტინე სივრცეში გადავა.

პრემიერის თქმითვე, ოქტომბრის ბოლოს უკვე არსებულ რეისებზე პირდაპირი ფრენები დაემატება - პარიზსა და მიუნხენში.

"ეს გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს გადაადგილების საშუალებას, ასევე, ეკონომიკაში შემოიტანს დამატებით ჟანგბადს, ასევე, დაგვეხმარება დამკვირვებლების ქვეყანაში მარტივად შემოყვანაში. ამასთან ერთად, შემდგომ, ნოემბერში, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად, პირდაპირი რეისები ევროპის მიმართულებით გაიხსნება, როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება" - თქვა გახარიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები