ნავალნის მოწამვლა

ბრიტანეთი რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს ნავალნის მოწამვლისთვის სანქციებს უწესებს

0 კომენტარი
ბრიტანეთი ფოტო: iStock

15 ოქტომბერს ბრიტანეთში განაცხადეს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლაში ჩართულობისთვის რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებენ

სანქციები მოიცავს სამოგზაურო აკრძალვებს და აქტივების გაყინვას. 

სანქცირებულებს შორისაა რუსეთის უშიშროების სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ვასილიევიჩ ბორტნიკოვი.

მანამდე, ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის, სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს, ქიმიური კვლევის ცენტრს და ორგანული ქიმიის და ტექნოლოგიის რუსეთის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს.

რუსეთი ნავალნის საქმეზე სანქციების დაწესებაზე ევროკავშირთან დიალოგის გაწყვეტით იმუქრება.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

თავად ალექსეი ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

"მე მჯერა, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას.

ქიმიური იარაღის ნოვიჩოკის შესახებ ვრცლად წაიკიტხეთ ტაბულას სტატიაში - კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"?

ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები