Don't Look Up

ლეონარდო დიკაპრიო, მერილ სტრიპი და ჯონა ჰილი NETFLIX-ის ფილმში ითამაშებენ

0 კომენტარი

ლეონარდო დიკაპრიო, მერილ სტრიპი, ჯონა ჰოლი და ტიმოთი შალამე Netflix-ის კომედიური ჟანრის ფილმ Dont Look Up-ში ითამაშებენ - ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დადასტურდა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ფილმში მონაწილეობას იღებენ ჯენიფერ ლოურენსი, ქეით ბლანშეტი, რობ მორგანი. ასევე, ეპიზოდურად გამოჩნდებიან არიანა გრანდე და Kid Cudi.

ფილმის რეჟისორი ადამ მაკკეი, რომელიც ცნობილია თავის ნამუშევრებში გამოჩენილი მსახიობებისა და სელებრითების გაერთიანებით.

Don't Look Up შეეხება ორი საშუალო დონის მეცნიერს, რომლებიც მსოფლიო ტურნეში წავლენ, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი მეტეორის შესახებ გააფრთხილონ.

ფილმის გადაღებების დაწყება 19 ნოემბერს არის დაგეგმილი.  მისი გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები