კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 თბილისში, 198 – იმერეთში

რადიო თავისუფლება/ კადრი ვიდეოდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 – თბილისში.

"იმერეთში მოიმატა და 198 ახალი ინფიცირებულია, გუშინ იყო 104. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია" - აღნიშნა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 246 და გარდაიცვალა 11 პაციენტი. 

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები