ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო პირების ერთობლივი ლოცვა თბილისში

0 კომენტარი

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა მშვიდობის კათედრალში სომეხ და აზერბაიჯანელ სასულიერო პირებთან ერთად ილოცა. ინფორმაცია მშვიდობის კათედრალის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. 

როგორც მშვიდობის კათედრალი იუწყება, ლოცვის დროს წაიკითხეს საკითხავები სახარებიდან და ყურანიდან და ლოცვები აღევლინა ქართულ, სომხურ, ეზიდურსა და არაბულ ენებზე. ეპისკოპოს მალხაზთან ერთად ლოცვას შეიხი მირტაგ ასადოვი და მამა ნარეკ ქუშიანი უძღვებოდნენ. 

"სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დაწყებიდან მეთვრამეტე დღეს მშვიდობის კათედრალმა გადაიხადა ერთობლივი ლოცვა მშვიდობისათვის კავკასიაში. ლოცვას სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებთან ერთად, ესწრებოდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო პირები და მათი მრევლი.

სომეხმა და აზერბაიჯანელმა სასულიერო პირებმა მადლობა გადაუხადეს მშვიდობის კათედრალს სამშვიდობო ინიციატივისთვის. შეხვედრამ მშვიდობისა და შერიგების სულისკვეთებით ჩაიარა. სომეხმა და აზერბაიჯანელმა სასულიერო პირებმა გაცვალეს მშვიდობისა და შერიგების სულისკვეთებით განმსჭვალული სიტყვები". – წერია განცხადებაში.

მოსკოვში 10 ოქტომბერს ჰუმანიტარული მიზნით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. კონფლიქტის დაწყებასა და გამწვავებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები