მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

პომპეო ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩართულობას აკრიტიკებს

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: US Embassy in El Salvador

15 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებაში თურქეთის ჩართულობამ რისკი გაზარდა. 

"ჩვენ ახლა გვყავს თურქები, რომლებიც შემოვიდნენ [კონფლიქტში] და აზერბაიჯანი რესურსებით მოამარაგეს, გაზარდეს რისკი, გაზარდეს შეიარაღება ისტორიულ დაპირისპირებაში. კონფლიქტი აუცილებლად მოლაპარაკებებით და მშვიდობიანი დისკუსიით უნდა გადაიჭრას და არა შეიარაღებული კონფლიქტით და დანამდვილებით არა მესამე პარტიის ქვეყნების შემოსვლით, რათა ასესხონ მათი შეიარაღება, რაც უკვე სიტუაციის დენთის კასრია," - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

პომეოს ასევე იმედი აქვს, რომ "სომხები შეძლებენ, თავი დაიცვან აზერბაიჯანელების ქმედებებისგან და რომ ისინი ყველანი, მანამ სანამ ეს მოხდება, შეასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის [შეთანხმებას] და შემდეგ დასხდებიან მაგიდასთან და მოილაპარაკებენ".

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის საუბარია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

რემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. მათ მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირება განიხილეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები