ამერიკის არჩევნები

ტრამპის ყალბ შავკანიან მხარდამჭერს პროფილის ფოტოდან GOOGLE SEARCH-ის ამოჭრა დაავიწყდა

0 კომენტარი
ფოტო: Bored Panda

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი ყალბი ანგარიში ჩნდება.

ერთ-ერთი ასეთი ანგარიშის ცუდად დამუშავებულმა პროფილის ფოტომ Twitter-ის მომხმარებელთა ყურადღება მიიქცია. გადიდებისას სურათზე Google Search-ში ჩაწერილი black man photo(შავკანიანი კაცის ფოტო) იკითხება. ანგარიში მალევე მრავალი მიმის ინსპირაციის წყარო გახდა. 

"მე შავკანიანი ვარ და მხარს დონალდ ტრამპს ვუჭერ. მე როგორც შავკანიანი ვებრძვი მემარცხენე რასიზმს. მე ამაყი, ქრისტიანი, შავკანიანი ადამიანი ვარ". – წერდა მომხმარებელი Rayshawn საკუთარ კედელზე. 

იგივე სახელით ანგარიშის მფლობელს წარსულში რასისტული შინაარსის პოსტები აქვს დაწერილი.

ფოტო: Bored Panda
"შავკანიანები აფრიკაში უნდა დავაბრუნოთ". – წერს Rayshawn.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები