კახეთი

შსს: იორმუღანლოში 18 წლის ბიჭზე ძალადობისთვის 1 პირი დავაკავეთ – გამოძიება გრძელდება

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, სოფელ იორმუღანლოში მომხდარ ფაქტზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი – 2001 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თანასოფლელს – 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ი.გ. თბილისში დააკავეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები