არჩევნები 2020

დეკანოიძე: ჩვენს შტაბსა და ჩემს სამუშაო ოთახში სუს-ი აპარატურის დასაყენებლად შევიდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის ოლქში, ხატია დეკანოიძე საკუთარ Facebook გვერდზე მის საარჩევნო შტაბში უკანონოდ შეჭრაზე წერს. დეკანოიძე შეჭრაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს და მიზეზად შტაბში აპარატურის დაყენებას ასახელებს.

"ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ.

უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო, გაიქცა.

უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია, ვინც შეაღწევდა და რისთვის.

ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუს-ი". – წერს ხატია დეკანოიძე.

კომენტარები