ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გარდაიცვალა 8 პაციენტი

DW

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 8 პაციენტი. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 136 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები