კორონავირუსი საქართველოში

ვინ ითვლება და ვინ არა Covid-ინფიცირებულის კონტაქტად

0 კომენტარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, ვინ ითვლება კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის კონტაქტად. როგორც მან TV პირველის ეთერში თქვა, "ახლა ყველა თვლის, რომ ყველა ყველას კონტაქტია", მაგრამ ეს ასე არ არის.

"კონტაქტი არის დაავადებულთან 15 წუთი და მეტი ერთ მეტრ და ნაკლებ მანძილზე ურთიერთობა ნიღბის გარეშე. ეს ითვლება კონტაქტად, ვისაც არ ჰქონია 15 წუთს და მეტ ხანს ერთ მეტრზე ახლოს ურთიერთობა და ვისაც ნიღაბი ეკეთა, ის არ ითვლება კონტაქტად. უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, ვინ არის კონტაქტი, რადგან ბევრი უკმაყოფილოა და ამბობს - "მე კონტაქტი ვიყავი და არავინ მომაკითხაო". – ამბობს იმნაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმითვე, თუ ადამიანს პირბადე ეკეთება და დისტანციას დაიცავს, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება.

"გინდა ქუჩაში იყოს, გინდა მაღაზიაში, გინდა არჩევნებზე. ნიღაბი თუ გვექნება და დისტანციას დავიცავთ, ეს პიკები და საშინელებები აღარ გვექნება, კორონა არ გაქრება, მაგრამ იქნება თანაბრად". – აღნიშნავს იმნაძე.

დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7.

ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები