კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში მლნ მოსახლეზე საქართველოში მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში

DW

19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში Covid 19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 3.7-ია.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი რიცხვია მეზობელ ქვეყნებს შორის. მაგალითად, თურქეთში 19 ოქტომბერს 75 ინფიცირებული გარდაცვლილი, რაც მოსახლეობასთან შეფარდებით, მილიონ ადამიანზე 0.9 გარდაცვლილია.

  • სომხეთი - 10 ადამიანი,მილიონ მოსახლეზე 3.37;
  • აზერბაიჯანი - 4 გარდაცვლილი, მილიონ მოსახლეზე 0.4;
  • რუსეთი - 179 გარდაცვლილი, მილიონ მოსახლეზე - 1.22;

გარდა ამისა, გასულ 24 საათში საქართველოში ყოველ მილიონ მოსახლეზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში - საფრანგეთი (2.2), დიდი ბრიტანეთი (1.2), ესპანეთი (1.6), გერმანია (0.4), ბელგია (1.8), იტალია (1.2), ავსტრია (1.1) და სხვ.

20 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 158 და გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი. ქვეყანაში Covid 19-ის 11 033 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები