გრიპის ვაქცინა

კლინიკები, სადაც რისკ-ჯგუფში მყოფებს უფასოდ შეუძლიათ გრიპზე აცრა

0 კომენტარი
ფოტო: www.collective-evolution.com

საქართველოს მთავრობა იმ კლინიკების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც რისკ ჯგუფში მყოფ პირებს სეზონური გრიპის ოთხვალენტიანი ვაქცინით უფასოდ შეუძლიათ აცრა. 

პირველ რიგში კლინიკებს თბილისში მყოფმა იმ ადამიანებმა უნდა მიაკითხონ, ვინც მაღალ რისკ ჯგუფებში არიან – ორსულები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ ისინი, ვინც მკურნალობენ), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი.

რისკჯგუფების სია ნოემბრიდან გაფართოვდება და რეგიონებსაც მოიცავს. ასევე, აცრა დიაბეტის მქონე პირებს და 65 წლის ზემოთ მყოფ იმ ადამიანებსაც შეეძლებათ, ვისაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები აქვთ. მათ გარდა, რისკ ჯგუფში შევლენ ექიმები, ექთნები, საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები, ბებიაქალები, სტომატოლოგები, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ასევე, ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;

კლინიკები, სადაც რისკ-ჯგუფებს გრიპზე აცრა შეუძლიათ:

  1. შპს ნეოლაბი, ტაშკენტის 47;
  2. კლინიკა ნიუმედი - მარიჯანის #4;
  3. საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი, ივ.ჯავახიშვილის #43;
  4. სს ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი - ჩაჩავას 37;
  5. შპს ბაიები - ჟანი კალანდაძის #10;
  6. სს ევექსის ჰოსპიტლები ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი - ქინძმარაულის შესახვევი #1;
  7. შპს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახ. სამედიცინო ცენტრი - გორგასლის 95;
  8. შპს საოჯახო მედიცინის ცენტრი - ისანი იუნკერთა #1;
  9. სს ევექსის კლინიკები - საბურთალოს პოლიკლინიკა ვაჟა-ფშაველას #40;
  10. შპს მრჩეველი - ალექსანდრე ყაზბეგის #9;
  11. შპს პინეო სამედიცინო ეკო სისტემა - გორგასლის #93;
  12. სს ჩაჩავას კლინიკა - კოსტავას #38;
  13. ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი - ალექსანდრე ყაზბეგის #16;
  14. შპს ჰერა 2011 - ლუბლიანას #5;
  15. ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამელიების) ფილიალი საქართველოში - ანაპის 414 დივიზიის ქუჩა #11;
  16. სამედიცინო ჰოლდინგი 23 - ვეკუას #24;
  17. სს ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლე - ლუბლიანას #5;
  18. ჰეპა-ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჰემატოლოგიური კლინიკა - ლუბლიანას #18/20;
  19. მედ კაპიტალი - სამგორი - მოსკოვის გამზირი 4კვ. 3 კორპუსი;
  20. მედ კაპიტალი - გლდანი - ვეკუას #18;
  21. მედ კაპიტალი - საბურთალო - გამრეკელის #19;
  22. მედ კაპიტალი - დიდუბე - წერეთლის #138;
  23. #21 ბავშვთა პოლიკლინიკა - დიღმის მასივი 4კვ. 5ა კორპუსი;
  24. შპს #19 მოზრდილთა პოლიკლინიკა - მოსკოვის გამზირი #23;
  25. შპს კროლ მედიკალი - ჭავჭავაძის გამზირი #44;
  26. გაგუას კლინიკა - ნ.ჯავახიშვილის #6ა;
  27. შპს #8 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი - შირაქის #13;
  28. შპს ჯანმრთელობის ცენტრი - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #14ბ;
  29. შპს თბილისის #2 საოჯახო მედიცინის ცენტრი - თორნიკე ერისთავის #3;
  30. შპს ვია ვიტა - ჭიაურელის #6 ან ლუბლიანას #13;
  31. შპს ავერსის კლინიკა - ისანი - ნავთლუღის #11/1;
  32. შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა - წინანდლის #9;
  33. აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - ვაჟა-ფშაველას გამზირი #29;
  34. ქართულ-გერმანული კლინიკა მედჰაუსი - მ.აბაშიძის #7;
  35. მედისონ ჰოლდინგი - მუხიანის ფილიალი - გობრონიძის #27;
  36. მედინ ჰოლდინგი - საბურთალოს ფილიალი - 2 - ვაჟა-ფშაველას გამზირი 23/11;
  37. თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი - ვაზისუბანი, 4კ/რ 1კვ;
  38. შპს #1 პოლიკლინიკა - ბეჟანიშვილის #23;
  39. რეფერალური დახმარების ცენტრი - ლუბლიანას #21;
  40. ქალთა საკონსულტაციო ცენტრი გინემედი - ხუდადოვის #10;
  41. კავკასიის მედიცინის ცენტრი - ქავთარაძის #23;
  42. ლ.მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი - წინანდლის #27;
  43. კოჯრის საექიმო ამბულატორია - კოჯორი ტაბიძის #7;
  44. შპს ნეფროლოგიის განვითარების კლინიკური ცენტრი - წინანდლის #9;
  45. შპს პლატომედი - ქავთარაძის #27;
  46. სს ევექსის კლინიკები - ისნის პოლიკლინიკა - ქეთევან წამებულის #69;

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს სეზონური გრიპის ფრანგული წარმოების ოთხვალენტიანი ვაქცინის 235 000 დოზა ვაქცინა იყიდა. აქედან 25 000 უკვე ქვეყანაშია. 23 ოქტომბრის კვირაში კიდევ 110 000 დოზა ვაქცინა შემოვა, ასევე, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში დამატებით 100 000 დოზა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, "კვირაზე მეტია ვაქცინა გვაქვს, თუმცა, [რისკ ჯგუფში მყოფი] მხოლოდ 3-3500 ადამიანი აიცრა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები